ავტორის შესახებ
სვამი ვივეკანანდა ( დ. 12 იანვარი, 1863 – გ. 4 ივლისი, 1902 ) – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მოძღვარი. იგი თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. ინდოეთის თვალსაჩინო ფიგურა და ცნობილი მოღვაწე. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით შემოიარა ამერიკა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ „ორატორს ღმერთის უფლებებით“. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. „თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა“ — წერდა რაბინდრანათ თაგორი.