„ძველ ინდურ ფილოსოფიაში" შეტანილია ვივეკანანდას მიერ 1894-სა და 1896 წელს, ლონდონში წაკითხული სამი ლექციაც – „მაია და ილუზია“, „მაია და ღვთის ევოლუციის კონცეფცია“, „მაია და თავისუფლება“. წიგნს ერთვის მთარგმნელის, ნიკოლოზ კენჭოშვილის სტატია სვამი ვივეკანანდას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, სადაც ვივეკანანდას ცხოვრების და მოღვაწეობის ძირითადი მომენტებია გადმოცემული.