ავტორის შესახებ
სეიტო მაცუმოტო ( დ. 21 დეკემბერი, 1909 – გ. 4 აგვისტო, 1992 ) – იაპონელი მწერალი, დიდი წვლილი მიუძღვის იაპონიაში დეტექტივის ჟანრის პოპულარიზაციაში. 40-წლიანი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე მაცუმოტომ 450-ზე მეტი ნაშრომი გამოაქვეყნა. მისი შემოქმედება ისტორიულ რომანებსა და არამხატვრულ ტექსტებსაც მოიცავდა, თუმცა საერთაშორისო ცნობადობა სწორედ დეტექტიური ჟანრის წიგნებმა მოუტანა. 1960-იან წლებში მაცუმოტო იაპონიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავტორი გახდა, მისი წიგნები კი ბესტსელერის სტატუსს ატარებდნენ. 1952 წელს ავტორს აკუტაგავას პრემია მიენიჭა, 1957 წელს კი იაპონიის მისტიკოს მწერალთა ჯილდო მიიღო. 1963-1971 წლებში მაცუმოტო იაპონიის მისტიკოს მწერალთა ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო.