კრებულში წარმოდგენილია ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალის აგათა კრისტის ორი ნაწარმოები – „ენდჰაუზის საიდუმლოება“ და „აღმოსავლეთის ექსპრესი“. ამ მოთხრობების გმირია საერთაშორისო სამძებრო, პოლიციის აგენტი ერკიულ პუარო, რომელსაც უნარი შესწევს გახსნას ერთი შეხედვით წარმოუდგენლად რთული დანაშაულებანი. მკითხველი შემდეგ გაეცნობა ცნობილი იაპონელი მწერლის სეიტო მაცუმოტოს ნაწარმოებს – „წერტილები და ხაზები“, რომელსაც საფუძვლად უდევს 1957 წელს იაპონიის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე მომხდარი დანაშაული. კრებული მთავრდება უნგრელი მწერლის ანდრაშ კიურტის მოთხრობით „განსაცვიფრებელი მუკატორი“. მასში ავტორი შესანიშნავად აერთიანებს სატირის, ფანტასტიკისა და დეტექტიური სიუჟეტის ელემენტებს.