ავტორის შესახებ
თამარ კიკნაველიძე – „ტაბულას“ ჟურნალისტი 2011 წლიდან. წერს კულტურაზე. მისი პროფესიული კვლევის საგანია თეატრი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯერ როგორც ხელოვნებათმცოდნემ, ხოლო შემდეგ როგორც დასავლეთ ევროპული თეატრის მკვლევარმა. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი. ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა 2001 წლიდან. იყო „დილის გაზეთის“ კულტურის განყოფილების რედაქტორი, ასევე, კულტურის ჟურნალისტი გაზეთ „24 საათში“. თანამშრომლობდა ბეჭდური მედიის არაერთ გამოცემასთან. მის მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია საგამომცემლო სერია „თანამედროვე მსოფლიო დრამატურგია“, რომელიც მკითხველს უცხოენოვანი პიესების ქართულ თარგმანებს სთავაზობს.