წიგნში დასმული საკითხები გასული საუკუნის 80-იან წლებში სერიოზულ სიახლეს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ავტორთა უმრავლესობის ციტირებაც კი აკრძალული იყო. ბევრი საკითხი დღემდე აქტუალურია, ნაშრომში განხილული ავტორები კი არც დღეს არიან უკეთ ცნობილნი. ნაშრომი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, გამოადგებათ მსოფლიო თეატრის, საერთოდ თეატრის და ზოგადად კულტურის ისტორიის შემსწავლელ სტუდენტებს, მკვლევრებს და საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას.