ავტორის შესახებ
ერნესტ მილერ ჰემინგუეი ( დ. 21 ივლისი, 1899 – გ. 2 ივლისი, 1961 ) – ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი. მისი გამორჩეული წერის სტილი ხასიათდება მკაცრი მინიმალიზმით და მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ჰემინგუეის პროტაგონისტები, როგორც წესი, სტოიციზმით გამოირჩევიან, და მიჩნეულია, რომ ისინი თავად ავტორის საკუთარი ხასიათის გამოხატულება უნდა იყოს – მისი გმირები არიან მამაკაცები, რომელებმაც „ზეწოლას ღირსეულად უნდა გაუძლონ“. მის ნამუშევართა უმრავლესობა ამჟამად ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა.