წიგნში შესულია რომანი „ჰარი მორგანი" („ქონა თუ არ ქონა") და პიესა „მეხუთე კოლონა“. ისინი თითქმის ერთდროულად არის დაწერილი: პირველი – 1937 წ ხოლო მეორე - 1938 წელს. ორივე ნაწარმოებში დიდი სოციალური საკითხია დასმული. რომანში ჰემინგუეი ჩვეული პირდაპირობით გვიხატავს „მქონებელთა“ და არაფრის მქონეთა სამყაროს, დიდ სოციალურ უსამართლობას, ბურჟუაზიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ „მგლურ კანონებს". პიესაში ნაჩვენებია ესპანელი ხალხის ბრძოლის პერიოდი ფაშიზმის წინააღმდეგ; ნაჩვენებია უბრალო, პატიოსან ადამიანთა გმირული სულისკვეთება და დაპირისპირებულია იგი ფაშიზმის საშინელებასთან. წიგნში შეტანილია აგრეთვე ჰემინგუეის ლიტერატურული შეხედულებანი.