ავტორის შესახებ
ჰერმან ჰესე ( დ. 2 ივლისი. 1877 – გ. 9 აგვისტო. 1962 ) – გერმანელი მწერალი, 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში. ჰესეს პროზისათვის დამახასიათებელია სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტების სიჭარბე და ფილოსოფიური სიღრმე. მის თხზულებებში ორი სინამდვილეა წარმოდგენილი — გარეგანი, ყოფით-ემპირული და შინაგანი, სიმბოლურ-ალეგორიული, რომელსაც თავად „მაგიურს“ უწოდებს.