ავტორის შესახებ
მაქს ფრიში ( დ. 15 მაისი, 1911, ციურიხი – გ. 4 აპრილი, 1991, იქვე ) – შვეიცარიელი არქიტექტორი, დრამატურგი და რომანისტი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანულენოვანი ლიტერატურის აღიარებული წარმომადგენელია. თავის შემოქმედებაში ფრიშმა ადამიანის პიროვნების, ინდივიდუალიზმის, პასუხისმგებლობის, ზნეობისა და პოლიტიკური მიმართულების პრობლემები დააყენა. ომის შემდგომ გამოცემებს მისი ირონიული შტრიხი გადასდევს. ფრიში ოლტენის ჯგუფის წევრი იყო.