ავტორის შესახებ
იოანე იტალოსი XI საუკუნის ბიზანტიელი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. იგი ითვლება ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად ბიზანტიაში. იოანე იტალოსი კარგად იცნობდა პლატონისა და არისტოტელეს ნააზრევს და ამტკიცებდა, რომ ამ ორ დიდ ბერძენ მოაზროვნეს შორის არავითარი არსებითი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამით იგი თავისი მასწავლებლის, მიქაელ ფსელოსის ფილოსოფიურ გზას აგრძელებდა, რომელიც ფილოსოფიური ღვთისმეტყველების მნიშვნელოვანი პრობლემებისა და საკითხების ანალიზის დროს პლატონს, არისტოტელესა და „უბადლო პროკლეს“ ეყრდნობოდა. სწორედ ფსელოსისა და იოანე იტალოსის სახელთანაა დაკავშირებული XI საუკუნის ბიზანტიაში ე. წ. „პროკლეს რენესანსის“ წარმოშობა, რომელმაც შემდეგ პროკლეს აზროვნების მძაფრი კრიტიკაც კი განაპირობა ნიკოლოზ მეთონელის (XII ს.) მხრიდან