წინამდებარე წიგნი წარმოადგენს XI საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი მოღვაწის ბიზანტიური ფილოსოფიური რენესანსის დიდი მოაზროვნის ი. პეტრიწის მასწავლებლის ი. იტალოსის თხზულებათა პირველ სრულ კრებულს. კონსტანტინოპოლის უმაღლესი სკოლის პროფესორი, ფილოსოფოსთა იპატოსი ი. იტალოსი იყო წარმართული იდეების, პროგრესულ შეხედულებათა დაუღალავი მქადაგებელი და ამასთანავე კომნენების სამხედრო დაჯგუფების შეურიგებელი მტერი. ასეთი მოღვაწეობისათვის იმპერატორმა ალექსი კომნენმა 1083 წ. ის გაასამართლა და ეკლესიას გადასცა შესაჩვენებლად.