ავტორის შესახებ
პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი ( დ. 20 მარტი, ძვ. წ. 43 – გ. ახ. წ. 17/18, ტომე ) – რომაელი პოეტი, რომელიც ლექსებს წერდა სიყვარულზე, მიტოვებულ ქალებსა და მითოლოგიურ გარდასახვებზე. ტრადიციულად, იგი, ვერგილიუსსა და ჰორაციუსთან ერთად, ლათინური ლიტერატურული კანონის წარმომადგენლად მიიჩნევა. ითვლებოდა ელეგიების ოსტატად. ოვიდიუსის პოეზიას ინტენსიურად ბაძავდნენ გვიანდელი ანტიკურობის ხანაში და შუა საუკუნეებში. მისი შემოქმედება საუკუნეების განმავლობაში დიდ გავლენას ახდენდა ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე.



