დიდი რომაელი პოეტის პოემა „მეტამორფოზები“ („გარდასახვანი“) ანტიკური პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებათაგანია. მასში პოეტურად არის გადამუშავებული ძველი ბერძნული და რომაული მითები. მიმზიდველად მოთხრობილ ეპიზოდებში გადმოცემულია სამყაროს მარადიული ცვალებადობის, უწყვეტი მოძრაობისა და გარდასახვათა ამბები, მეტად საყურადღებოა პოეტის სკეპტიკური დამოკიდებულება რელიგიური შეხედულებებისადმი.

