ავტორის შესახებ
თომას პეინი ( დ. 9 თებერვალი ან 29 იანვარი 1737, თეტფორდი, დიდი ბრიტანეთი – გ. 8 ივნისი, 1809, ნიუ-იორკი, აშშ ) – აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი. XVIII საუკუნის განმანათლებლობის რევოლუციური ფრთის წარმომადგენელი. 1774 წელს პეინი გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1777–1779 წლებში იყო აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მდივანი. 1781 წელს მონაწილეობდა მოლაპარაკებაშისაფრანგეთის მთავრობის მიერ ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიებისადმი დახმარების გაწევის შესახებ. 1787 წელს საცხოვრებლად გადავიდა ევროპაში, სადაც წერს ტრაქტატს "ადამიანის უფლებები" (1791-92), რომელშიც იცავს საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის პრინციპებს, ავითარებს ხალხის სუვერენიტეტისა და რესპუბლიკანიზმის იდეას.