ციფრული ბიბლიოთეკა

გივი მერაბიშვილი

ავტორის შესახებ

გივი მერაბიშვილი – ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოქტორი (1989), პროფესორი (1991). დაამთავრა ივ. ჯავახიშვილისა სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოსოფიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის სპეციალობით (1964). მომდევნო წლებში მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში განყოფილების გამგედ, მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში დოცენტად. 1974-2006 წლებში მოღვაწეობდა თსუ-ში ჯერ დოცენტად, შემდეგ პროფესორად, აქვე ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას (1982-1988). 2000 წლიდან ფსიქოთერაპიული ცენტრის, „არსის” გენერალური დირექტორია.