ავტორის შესახებ
მიხეილ ჭაბაშვილი ( დ. 14 ოქტომბერი, 1916, თბილისი – გ. 1996 ) – ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისიის სწავლული მდივანი (1958–1965); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე (1965–1985), საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი (1982–1996), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი (1971–1987), სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი (1982-1996); ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ერთტომეულის, 1986) რედაქტორი (მთავარი რედაქტორი არნოლდ ჩიქობავა). დიდი სამამულო ომის (1941–1945) მონაწილე.