მიხეილ ჭაბაშვილის "მოგონებები", სადაც ასახულია , თუ როგორ გაიარა მისმა ბავშვობამ, მოწაფეობისა და სტუდენტობის წლებმა XX საუკუნის ისტორიული მოვლენების - მძიმე 20-30-იანი წლების, მეორე მსოფლიო ომის, ომისშემდგომი წლების - ფონზე. იგი მსუბუქი იუმორით აღწერს თბილისის ცხოვრებას სვანეთისუბნის მაგალითზე, მადლიერებით იგონებს სკოლას, პედაგოგებს, რომლებმაც გზაზე დააყენეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებსა და, რაც მთავარი, მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებთან ერთად თითქმის მთელი ცხოვრება ქმნიდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულს.