ავტორის შესახებ
ჯუმბერ ხანთაძე ( დ. 19 იანვარი, 1933 ) – ქართველი ქიმიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი. გიორგი ნიკოლაძის სახელობის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1956 წ. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით. 1956-1958 წლებში მუშაობდა ტულაში, კოსაიაგორას მეტალურგიულ ქარხანაში. 1959 წლიდან დღემდე ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი.
1966 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1987 წელს კი სადოქტორო დისერტაცია ქიმიის დარგში (კიევი, მასალათმცოდნეობის პრობლემათა ინსტიტუტი). 1976 წელს მიენიჭა გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია, 1999 წელს – საქართველოს სახელმწიფო პრემია.