წინამდებარე წიგნი მოიცავს ყველა პრობლემას, რომელიც მთათა მდგრად განვითარებას შეეხება. შედგენილია ევროპისა და აზიის უნივერსიტეტების პროგრამების მიხედვით და განკუთვნილია მთისმცოდნე, ასევე სხვა დარგის სპეციალისტთა, უნივერსიტეტების უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯების გეოგრაფიის, გეოლოგიისა და ბიოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტთა მოსამზადებლად, მკითხველთა ფართო წრისათვის.