ავტორის შესახებ
კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია ( დ. 24 ივნისი, 1961 ) – დიპლომატი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1983 წელს, ასპირანტურა 1986 წელს. 1986-1992წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1992-2005წწ. ემიგრაცია შვეიცარიაში, ოფიციალური თარჯიმანი და ევრაზიის ექსპერტი შვეიცარიის მიგრაციის ფედერალურ უწყებაში; 1997-2004წწ. შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი; 2006-2019წწ. პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" თავმჯდომარე; 2007 წელს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი; 2009-2011წწ. საქართველს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009-2011წწ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავჯდომარე; 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კ. გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა; 2015-2019წწ. მოწვეული პროფესორი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. 2019-2024წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში; 2024 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. წიგნებისა და ფილმის ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი და ქართველი კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი.