ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

რავქნისა ციხე ავაგე

გამოცემის წელი2015
გამომცემლობაინტელექტი
რედაქტორიროსტომ ჩხეიძე

,,ეს პოეტური ჩანაწერები თავიდანვე წიგნად სულაც არ განზრახულიყო. იწერებოდა დროდადრო, იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენათა კვალდაკვალ, ყველაზე ძალიან რაც შეძრავდა კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსს, და თანაც განსჯა ყოველთვის გარკვეულ კომპოზიციურ ქარგაში მოექცეოდა ხოლმე... „რავქნისა ციხე ავაგე“ ზუსტად და მოხდენილად ნაპოვნი სახელწოდებაა წიგნისა, რომელსაც შესაძლოა მიყრუება და ფურცლებადვე დაფანტვაც ემუქრებოდა, რომ არა მეგობრული შეგულიანება –თითოეულ ჩანაწერს არამარტო სათაური დარქმეოდა, არამედ დაფასებულიყო მათი ეპოქალურობაც და ჟანრობრივი თავისებურებაც, მათი სიღრმეც და მასშტაბურობაც. უმთავრესი ღირსება კი ისაა, რაც ყოველთვის წამოგვაგონდება კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსის ხსენებისას – მისი მიუდგომლობა და აუმღვრევლობა, მისი ეს უჩვეულო უნარი, შეინარჩუნოს სიმშვიდე და წონასწორობა ყველაზე მწვავე ვითარებაშიც" – როსტომ ჩხეიძე.