ავტორის შესახებ
ინგა გოგიბერიძე ( დ. 19 აპრილი, 1979 ) – მწერალი.
დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1991 წელს.1991-2004წწ. მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროში კადრების განყოფილების უფროსად; აჭარის ტელევიზიის დაარსებიდან ერთი წელი იმუშავა საინფორმაციო გამოშვების წამყვანად; 2005 წლიდან მუშაობს საბიბლიოთეკო სისტემაში; არის აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი; პროზაიკოსი, ექვსი წიგნის ავტორი, ცხრა ლიტერატურული კრებულისა და მშობლიური ქალაქისადმი მიძღვნილი ორი ლიტერატურული კრებულის რედაქტორ-შემდგენელი და პროექტ "ბათუმის" ავტორი; 2016 წელს იყო ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემიის "ქალი, რომელიც ბავშვს უკითხავს წიგნებს" ნომინანტი.