,,ინგა გოგიბერიძე მინიატურების ოსტატია. მისი ტექსტები ისე გაკითხებს თავს, დროის გასვლას ძნელად ამჩნევ. თან ყოველდღიურობას აღწერს და თან თითქოს ირეალურია ეს ყოველდღიურობა - არაპროზაული, ჯადოსნური, საოცნებო. თხრობა ხან მონოლოგური, ხან დიალოგურია - ორივეგან იგრძნობა, ინგა გოგიბერიძისთვის სამყაროს ცენტრში ადამიანი დგას და ზღვის გათავისებას ლამობს. ზღვის, როგორც საზღვრის გაუქმებას".