ავტორის შესახებ
გიორგი გიგაური ( დ. 23 ნოემბერი, 1924 – გ. 2009 ) – ინჟინერი, მეცნიერი.
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948-1950წწ. იყო კომკავშირის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის მეორე მდივანი; საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტის" საქართველოს საწარმოს მმართველი (1953); 1953-1956წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1954-1957წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასისტენტი; 1957-1978წწ. დოცენტი; 1956-1970წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1980წწ. სატყეო მერუნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1980-2006წწ. სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი. 1978 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი. არის 165 სამეცნიერო ნაშრომის, 12 მონოგრაფიის, 3 სახელმძღვანელოს ავტორი. 2000 წელს მიღებული აქვს აშშ-ის კემბრიჯის უნივერსიტეტისა და აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის საერთაშორისო ღირსების ორდენი.