შრომა მეცნიერულ-პოპულარული ხასიათისაა. მასში ზოგადად არის ასახული საქართველოს ტყეების ბიოლოგიური მრავალფეროვნების მხოლოდ ზოგიერთი ასპექტი. კერძოდ, ტყეების ძირითადი მახასიათებლები (შემადგენლობა სიხშირე ხნოვანება, ბონიტეტი და სხვ.), მათი წარმოშობისა და ზრდა-განვითარების თავისებურებები, ტყეების სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციები, სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარების საფუძვლები და ა.შ.