ავტორის შესახებ
როდიონ ქორქია ( დ. 1 იანვარი, 1894, ჭალადიდი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი – გ. 10 იანვარი, 1984, თბილისი ) – ქართველი მწერალი.
დაამთავრა ფოთის გიმნაზია 1914 წელს და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ დაამთავრა პირველი მსოფლიო ომის გამო და 1920 წელს დაბრუნდა საქართველოში. მუშაობდა თეატრალურ საზოგადოებაში სამეცნიერო შემოქმედებითი განყოფილების გამგედ, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ. 1959 წლიდან იყო ჟურნალ "პიონერის" პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი მოთხრობა - "ნიღაბქვეშ" დაიბეჭდა 1924 წელს ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება". მას ეკუთვნის ხატოვან მოსწრებულ სიტყვათა კრებული "სხარტულა" და მონოგრაფიები ქართველ რეჟისორებზე: "აკაკი ფაღავა", "ალექსანდრე წუწუნავა". ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.