ავტორის შესახებ
ეთერ თათარაიძე ( დ. 15 მარტი, 1956, ზემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი ) – ქართველი პოეტი, პედაგოგი, ფოლკლორისტი.
1984 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დემონოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“. მუშაობდა პედაგოგად, თბილისის მე-6 და 53-ე სკოლებში (1984-1999). 1985-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვებოდა ლექციების კურსს ზოგად ფოლკლორისტიკაში. 2004 წლიდან, ხელმძღვანელობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულებას. ეთერ თათარაიძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ და იტალიურ ენებზე.