ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

დემონოლოგიური თქმულებები

გამოცემის წელი2016
გამომცემლობაინტელექტი
რედაქტორიამირან არაბული

,,ჩნდებიან არსებები, ხან ხილულნი და ხანაც უხილავნი, ხალხური თქმით, „საფარველდებულნი", რომელნიც, წმინდა ძალებთან ერთად, გარკვეულ კვალს ტოვებენ ადამიანთა მიწიერ ცხოვრებაში. ღვთიური სუბსტანციის უკმარისობამ განაპირობა სოციუმის საარსებო ტერიტორიის „აუთვისებელი“ ადგილების დასახლება და შევსება იმ მავნე, მაცდური, მაქციობის უზღვავი უნარით აღჭურვილი უარყოფითი პერსონაჟებით, რომელთა საბოლოო ხვედრად ბნელით მოცულ უძირო ქვესკნელში ჩაყრა, ანუ, სხვაგვარად, „გამიწრივლება“ მოიაზრება. იახსარისა და კოპალას საგმირო თავგადასავლებიც სავსებით კმარა იმის დასტურად, რომ რუსთველისეული თეზა – „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ – არაა მხოლოდ შთამბეჭდავი პოეტური ფორმულა და მოკვდავს, რომელიც ,,ხატი და მსგავსია“ თავისი დამბადებლისა, მუდამ უნდა უღვივოდეს რწმენა და იმედი სამზეოზე სიკეთის გამარჯვებისა. ჩვენს სინამდვილეში დღემდე დაცულ ლექსით თუ პროზაულ ტექსტებში სახიერად არის შემონახული ზოგადსაკაცობრიო მოტივი საკრალურისა და პროფანულის ურთიერთდაპირისპირებისა, და რომ არა დემონური არსებანი, თავიანთი ნეგატიური საამსოფლო მისიით, ანდა ფონი, რასაც მათი სამავნეო ქმედებები ქმნის, ფოლკლორულ სიუჟეტებში ესოდენ რელიეფურად ვერ იქნებოდა წარმოჩენილი მათ წინააღმდეგ მეომარი ლოკალური ღვთაებების სიდიადე, სხივოსნობა და ფიზიკური უძლეველობა".