ციფრული ბიბლიოთეკა

ნესტან ეგეტაშვილი

ავტორის შესახებ

ნესტან ეგეტაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი. 

2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, სპეციალობით „ქართული ენა და ლიტერატურა, დამატებით ახალი ბერძნული ენა და ლიტერატურა“. 2000-2002 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით, რომლის დამთავრებისას წარმოადგინა სამაგისტრო ნაშრომი – „ნონოს პანოპოლისელის „დიონისიაკა“ გვიანანტიკური აზროვნების კონტექსტში“. 2005 წლიდან სწავლა განაგრძო თ.ს.უ., კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასპირანტურის განყოფილებაში. 2008 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე – „კლასიკური ფილოლოგია და სიძველეთმცოდნეობა“. 2011 წელს თ.ს.უ.-ს  სადისერტაციო კომისიის წინაშე წარმოადგინა სადისერტაციო ნაშრომი  – „მითოპოეტური მოდელები და სახე-სიმბოლოები ნონოს პანოპოლისელის „დიონისიაკაში“, რომლის დაცვის შემდეგ მას მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.