წიგნი, ქართული ანბანის მიხედვით, 33 თავის, ანუ კარისაგან შედგება. თითოეულ კარში მოცემულია ის ძირითადი მასალა, რომელიც საკვალიფიკაციო ნაშრომის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებსა და აკადემიური წერის პრინციპებს ეძღვნება. ძირითადი მასალის გარდა, თითოეულ კარში, ანბანის რიგის მიხედვით, მოცემულია მართლწერის ლექსიკონი, ანუ 33 სიტყვის სწორი და არასწორი ფორმა, რომელიც ვარლამ თოფურიასა და ივანე გიგინეიშვილის „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ გამოყენებითაა შედგენილი.