ავტორის შესახებ
ირმა დიხამინჯია – ეკონომიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 1995 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2004 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ვ. ადვაძის სახ. ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 2011 წლიდან მუშაობს სსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი.