სახელმძღვანელოს მიზანია ორგანიზაციაში არსებული ცვლილებების ეფექტიანობის შესწავლა. კურსი იხილავს ცვლილებების არსს და მნიშვნელობას ორგანიზაციულ განვითარებაში; ცვლილებებს ორგანიზაციულ სტრუქტურაში; ცვლილების პროცესის მართვის ძირითად პრინციპებს; ინდივიდუალურ, ჯგუფურ შეხედულებებს და რეაქციებს ცვლილებებზე; ადამიანთა მონაწილეობის აუცილებლობას ცვლილებების მართვაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით ცვლილებების მართვას, ორგანიზაციული ცვლილებების გატარების სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რაც ეხმარება მენეჯერს წარმატებით განახორციელოს ცვლილებების მართვის პროცესი როგორც ბიზნესში ისე პირად ცხოვრებაში.