ავტორის შესახებ
აკაკი ვასაძე ( დ. 6 აგვისტო, 1899 – გ. 23 მარტი, 1978 ) – მსახიობი, რეჟისორი.
დაიბადა 1899 წელს ქუთაისში. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1920 წელს დაამთავრა გიორგი ჯაბადარის დრამატული სტუდია თბილისში. 1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში. 1921 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს გადიოდა პირველი რესპუბლიკის ჯარში. ასპინძის მე-9 ათასეულის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1921 წლის მარტის ბათუმის ბრძოლაში. 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. 1935-1955 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968 წლებში იყო ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი („გიორგი სააკაძე“), მამასახლისი („მაგდანას ლურჯა“), ფარსმან სპარსი („დიდოსტატის მარჯვენა“). 1926 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს I-V მოწვევების დეპუტატი.