აკაკი ვასაძე თავის ვრცელ მონოგრაფიაში ,,მოგონებები, ფიქრები“ მოგვითხრობს შემოქმედების იმ დიდსა და რთულ გზაზე, რომელიც მან გაიარა, იხსენებს იმ ბრწყინვალე გამარჯვებებს კ. მარჯანიშვილისა და ს. ახმეტელის მიერ განხორციელებულ სპექტაკლებში რომ მიაღწია, მსახიობი გონების თვალით აღადგენს, აანალიზებს ქართული საბჭოთა თეატრის მრავალ საინტერესო მოვლენას და ფაქტს.