ავტორის შესახებ
დემურ ბახტაძე ( დ. 6 აპრილი, 1939, თბილისი ) – ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და 1972 წელს კი ასპირანტურა. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სოციალ–დემოკრატიული პარტია“. ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საქმეების ქვეკომისიის თავმჯდომარე. მონოგრაფიებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.