ავტორის შესახებ
მანანა ივერიელი ( დ. 20 ნოემბერი, 1955 ) – ექიმი, მეცნიერი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1979 წელს. 1979-1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ორდინატორი; 1981984წწ. თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1984-1995წწ. ასისტენტი; 1995-1997წწ. დოცენტი; 1997-2006წწ. პროფესორი; 1995-2001წწ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1995 წლიდან თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლის ივნისიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2009 წლის 16 ივლისიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპ. ურუშაძის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი. ავტორია 135 სამეცნიერო ნაშრომის, ორი რაციონალიზატორული წინადადების, ორი მეთოდური დამუშავების. არის სამი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი.