ნაშრომი ეხება სტომატოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას - პაროდონტის ანთებადი დაავადებების - გინგივიტისა და პაროდონტიტის მკურნალობას. სახელმძღვანელოში თავმოყრილია ყველა იმ ჯგუფის სამკურნალო საშუალებანი, რომლებიც რეკომენდებულია საერთაშორისო სტანდარტებით. მოცემულია თითოეული პრეპარატის დახასიათება, გამოყენების ჩვენებანი, მკურნალობის კურსი და შერჩევითი დოზირება.