ავტორის შესახებ
ნინო აბაშიძე ( დ. 29 იანვარი, 1968 ) – ექიმი, მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს. 1992 წლიდან არის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი მეთოდური რეკომენდაციისა. გამოქვეყნებული აქვს დამხმარე სახელმძღვანელო სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: "პაროდონტის დავადებათა ფარმაკოთერაპია".