ავტორის შესახებ
გური ოტობაია (ნამდვილი სახელი და გვარი გულადი ფეტელავა) ( დ. 6 სექტემბერი, 1952, ოტობაია, გალის რაიონი ) – ქართველი პოეტი და ჟურნალისტი.
1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების განმავლობაში იყო ჟურნალ-გაზეთების რედაქტორი. წერს ლექსებსა და რომანებს ქართულ და მეგრულ ენებზე. გამოსცემს ყოველკვარტარულ ჟურნალს „კირბისი“ (ოქროს საწმისი), ხუთტომეული ბელეტრისტული მატიანე „შეუთავსებელთა შეთავსების“ ავტორი. კინოსცენარისტი, რედაქტორი.