,,გური ოტობაიას ესეისტური მატიანე ვახტანგ კვარაცხელიაზე – „აჰა, კაცი იგი!“, მონუმენტურია. უკიდეგანო სივრცეს მოიცავს. წარსული, აწმყო და მომავალი მყარად შეკრული კონსტრუქციაა. ცენტრალური ღერძი – მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრული. დიალექტიკა – ყოველმხრივ გაცნობიერებული. კოლხი ფენომენი – ღირსეულად წარმოდგენილი. პირველი და წარმატებული მცდელობა ფილოსოფიურად განჭვრიტო დღევანდელობა, როგორც განვითარების შედეგი და წარმოვიდგინოთ მომავლის მიმართულებები" – ნოდარ ჭითანავა.