ავტორის შესახებ
ჯემალ სტეფნაძე ( დ. 10 აპრილი, 1938, ბრილი, ხაშურის რაიონი – გ. 2004 ) – ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1977-1982 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის სექტორის ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების გამგედ; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-მუშაკად. მისი სადისერტაციო თემა იყო „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება XII საუკუნის მეორე მეოთხედიდან XIII საუკუნის პირველ მეოთხედამდე“, რომელიც დაიცვა 1988 წელს.