ავტორის შესახებ
ომაზ ჩხეიძე ( დ. 1948 – გ. 30 იანვარი, 2023 ) – მხატვარი.
ბავშვობიდან ხატავდა. იყო მოსწავლეთა შორის რესპუბლიკური და საკავშირო კონკურსების მრავალგზის წარმატებული მონაწილე. სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა ელოდა, რომ იგი სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებდა, მაგრამ მათემატიკის სიყვარულმა დასძლია. ჩააბარა და წითელ დიპლომზე დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდების მშენებლის პროფესიით. 1976 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა მოსკოვის ВНИИНМАШ–ის ასპირანტურაში. იქ ყოფნის პერიოდში ბ-ნი ომაზი გაიტაცა ტრეტიაკოვის გალერეამ, პუშკინის სახელობის მუზეუმმა, გამოფენებმა, ბუკინისტურმა მაღაზიებმა, სწავლას გული ვეღარ დაუდო და სპეციალობა მიატოვა, რადგან მისი სული მხატვრობას – ფერწერას ეკუთვნოდა.