ავტორის შესახებ
ნაპოლეონ ქარქაშაძე ( დ. 15 მაისი, 1935, სასირეთი, კასპის მუნიციპალიტეტი ) – ქართველი აგროეკონომისტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი (1992), რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი (1997), იუნესკოს მეცნიერთა საერთაშორისო აკადემიის (აშშ, კალიფორნია) ნამდვილი წევრი (1996). უმაღლესი სკოლის მეცნიერთა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (1995), ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1984).





