წიგნში განხილულია მსოფლიოს სოფლის მეურნეობის აქტუალური პრობლემები კონტინენტების, რეგიონებისა და ცალკეული სახელმწიფოების მიხედვით. თეორიულ ნაწილში პროდუქციის ძირითადი სახეობების მიხედვით გაანალიზებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოების დღევანდელი მდგომარეობა, მოცემულია მსოფლიოს მიწის ფონდებისა და მიწათსარგებლობის სტრუქტურა, სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონებში სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციის მიმართულებები; განხილულია ცალკეული სახელმწიფოების ბუნებრივ-კლიმატური პირობები, ნიადაგობრივი და მცენარეული საფარი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობა, წარმოების ორგანიზაციის სხვადასხვა ფორმები, გატარებული აგრარული რეფორმების ეფექტიანობა და სხვ.

