ავტორის შესახებ
გიგლა (გიორგი) გობეჩია ( დ. 5 აგვისტო, 1929 – გ. 15 ნოემბერი, 2010 ) – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორი ფაკულტეტი – ინჟინერ გეოლოგისა (1953) და ინჟინერ ჰიდროტექნიკოსის (1965) სპეციალობით. 1974-1994წწ. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ სამეცნიერო თანამდებობაზე; 1994 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ჟურნალ "მეცნიერება და ტექნიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; არჩეული იყო საერთაშორისო ჰიდრავლიკოსთა ასოციაციის წევრად.