,,წიგნის აღნაგობა – სამი კარი – არსებითად, განპირობებულია თეორიისა და პრაქტიკის მონაცემთა სასურველი შერწყმის აუცილებლობით. ძველი ეპოქის ნიმუშებიც ძირითადად გაშიფრულ-გაანალიზებულია ახალი მოთხოვნების შესაბამისად. ისინი წინა თავებში აღძრულ პრობლემათა გაგრძელებად გვესახება. ზოგიერთი ნარკვევი ადრეა დაწერილი, მაგრამ ბოლო ვარიანტი საგრძნობლად არის გადამუშავებული. ვეცადეთ, რაც შეიძლება დასაბუთებულად და მკაფიოდ მოგვეწოდებინა პუბლიცისტიკასთან დაკავშირებული მოსაზრებები" – ნოდარ ტაბიძე.