ავტორის შესახებ
ვარლამ დონაძე ( დ. 15 მაისი, 1908 – გ. 6 სექტემბერი, 1989 ) – ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი (1929). იკვლევდა დასავლეთ ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის პრობლემებს, აგრეთვე XIX ს. II ნახევრის ქართული საზოგადოებრივი აზრის დამოკიდებულებას ახალი დროის მსოფლიო ისტორიის აქტუალური პრობლემებისადმი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში.