მონოგრაფიაში გაშუქებულია ქართველ სამოციანელთა გამოჩენილი წარმომადგენლების ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხისა და გიორგი წერეთლის საინტერესო შეხედულებანი მსოფლიოს ახალი ისტორიის აქტუალურ პრობლემებზე – საზღვარგარეთის ქვეყნებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და საერთაშორისო ურთიერთობის საკვანძო საკითხებზე; ნაჩვენებია მათი სოციოლოგიური ნააზრევი, იდეური წყაროები და შემეცნებითი მნიშვნელობა.