ავტორის შესახებ
ლევან გაბუნია – ქართული ეთნოგრაფიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საისტორიო მეცნიერების განვითარებას შეალია, იყო გამორჩეული პროფესიონალი, ფართო ერუდიციის მკვლევარი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში განსაკუთრებული სკრუპულოზობით სწავლობდა ქართველი
ხალხის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ მონაპოვარს – მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებს. ევროპული ენების კარგი მცოდნე, ფართო თვალსაწიერის მეცნიერისათვის არ არსებობდა დიდი და მცირე საკითხი, ისე ინტენსიურად მუშაობდა ყოველ „წვრილმანზე“ და კვლევის შედეგიც მუდამ გამორჩეული იყო.